გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

26 იან 2026

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

უწყებისვე ინფორმაციით ჩამორთმეული უძრავი ქონება უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.