26 იან 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთეს.
როგორც სუს-ში განმარტავენ, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგოც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს",- აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.