ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება

08 სექ 2025

მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 13:00 საათიდან დაიწყება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და  შეათანხმებენ დასაკითხ  მოწმეთა სიას.

დაცვის მხარე სამხარაულის ბიუროს იმ ფსიქიატრის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.