საბერძნეთში ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა 3 ადამიანი იმსხვერპლა

26 იან 2026

სამი ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის ქალაქ  ტრიკალის მახლობლად  მდებარე სასურსათო ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად. ინფორმაციას   სახანძრო სამსახური ავრცელებს.

ხანძრის გაჩენის დროს ქარხანაში 13 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან რვამ ობიექტიდან გამოსვლა მოახერხა. ხუთი ადამიანი მანამდე დაკარგულად ითვლებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, რომელიც დილით ადრე გაჩნდა, უცნობია.

ადგილობრივი მედია  წერს, რომ  ხანძარს წინ უძღოდა ძლიერი აფეთქების ხმა.