26 იან 2026
წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ძირითადად მოიცავს ორ კომპონენტს, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებული იქნება არანაკლებ 2500 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს იქნება 3 მილიონ 271 ათასს 720 ლარი.
რაც შეეხება სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 7 პროექტი მილიონი ლარით ლარით.
დღეს პროგრამის საჯარო პრეზენტაცია ქობულეთში გაიმართა. მინისტრი ქობულეთელ ფერმერებს, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრზე ითქვა, რომ წელს მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ასევე აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის ბიუჯეტი 10 მილიონ 380 ათას 773 ლარს. იგი გულისხმობს მეციტრუსეობის, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას, სამელიორაციო სისტემების მართვას, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოებას და ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშთგანახლებას.