საბაჟოს საერთაშორისო დღე

26 იან 2026

26 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღეა.  მებაჟეებს პროფესიული დღე პრემიერმა მიულოცა, რომელმაც საკუთარ მოლოცვაში ხაზი გაუსვა  ხელისუფლების პრიორიტეტებს. 

აღინიშნა, რომ  ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად.    

პრემიერის განცხადებითვე   საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.

ღონისძიების ბოლოს   სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის  20  მებაჟე- ოფიცერი დაჯილდოვდა.