26 იან 2026
ჟენევაში დღეს გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განიხილება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიში მომზადდა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.
ანგარიშის განხილვის შემდეგ, საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.