საქართველო-აშშ ურთიერთობა - პრემიერის გამოხმაურება

26 იან 2026

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო კიდევ ერთი თემა რაზეც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა აქცენტი.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ რეგიონში მსგავსი ვიზიტი ნიშნავს რომ საქართველო დასავლეთისგან იზოლირებულია, რაზეც ისინი პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ე.წ. „ტრიპის“ მარშრუტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა, რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციისგან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას ელოდებიან.