26 იან 2026
მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საეჭვო ფასნამატთან დაკავშირებით დამატებითი საკანონდებლო რეგულაციის შემოღება გახდეს საჭირო.
გაზრდილი ფასების გამო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩატარებულმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ მეწარმეთა შორის ადგილი აქვს კარტელურ გარიგებებსა და ფასების ხელოვნურად ზრდას.
უმრავლესობის წევრებისვე განცხადებით, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო კომისიები აქტიურად იმუშავებენ პროცესში მონაწილე ყველა რგოლთან.