27 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
გიორგი ვაშაძემ პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ბრალდების არსი მისთვის გაუგებარია.