27 იან 2026
გორში, ტყვიავსა და ქვემო ხვითში, დევნილი ოჯახებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო და სრულად აღიჭურვა.
გასულ წლებში დაფინანსებული დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის განაცხადების მიღების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.