27 იან 2026
"უხერხემლო" - ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან, 147-ე თეატრალური სეზონის რიგით მეორე, თემატურად აქტუალური და მძაფრი პრემიერა მცირე სცენაზე გაიმართება, სპექტაკლი "უხერხემლო" რეჟისორმა გაგა გოშაძემ ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგა, რომელიც ოჯახურ დრამას ასახავს.
სპექტაკლი გვიამბობს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო შვილთან დაპირისპირების მაგალითსა და მშობლების ტრაგიკულ მდგომარეობაზე, როცა მათ შვილს საზოგადოება გარდაცვალების შემდეგაც უარყოფს. პრემიერა ხვალ შედგება, ჩვენება 29 იანვარსაც გაიმართება.
სპექტაკლზე დამსწრეთა ასაკობრივი ზღვარი 14 წელია.