უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

27 იან 2026

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამას აფართოებს. მიმდინარე წელს ბენეფიციართა უკვე არსებულ ჩამონათვალს  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სკოლის გარეშე სააღმზრდელო, სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირები დაემატა.

აქამდე კი ამ პროგრამით სარგებლობდნენ 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პირები.

„უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს.