ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

27 იან 2026

პოლიტიკური შეფასებების საგანია უკრაინის მიერ საქართველოში სამწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის დანიშვნა. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ახალი ელჩის პირობებში  ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები დალაგდება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური განცხადებები გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს.

ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.