დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

27 იან 2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.