№7, №7ა და №11 სამარშრუტო ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს - ბათუმის ავტოტრანსპორტი

27 იან 2026

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა პუშკინის ქუჩასა და იმედაშვილის ქუჩაზე - პუშკინის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, რის შედეგადაც:

№7, №7ა და №11 სამარშრუტო ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს.

"მოქალაქეთა საყურადღებოდ!

სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა პუშკინის ქუჩასა და იმედაშვილის ქუჩაზე - პუშკინის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, რის შედეგადაც

№7, №7ა და №11 სამარშრუტო ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს.

გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები"- განმარტავენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.