27 იან 2026
ჟენევაში საქართველოს დელეგაციაშია ჯანდაცვის მინისტრინ მოადგილეც. ირინა წაქაძემ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრებს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ გაამახვილა.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ.
51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას შეფასებები მოჰყვა თბილისში.