27 იან 2026
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.
ნინო ნიჟარაძემ დაადასტურა, რომ უძრავ ქონებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოერთვა ,სახელმწიფო სოციალური მიზნისთვის გამოიყენებს.
ნინო ნიჟარაძემ მოუწოდა ოჯახებს, რომ მიმართონ განცხადებით ბათუმის მერიას, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლისგან შემდგარი კომისია და თითოეული ოჯახის განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილება.
ბათუმში ,გოგოლის ქუჩაზე მესამე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ ერთადერთი მოთხოვნით-ხელისუფლებამ ისინი უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართებით.