27 იან 2026
კიდევ ერთი დაკავებული მაღალჩინოსანი. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.
ილია ღუდუშაურს, რომელიც 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით 4 წლის წინ ილია ღუდუშაურის უკანონო მითითებით შეწყდა სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი რომლის პირობები მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე რომელსაც სამინისტრომ გადაუხადა 2 მილიონ 138 ათას 196 ლარი.