მაია სანდუს განცხადება და გამოხმაურება საქართველოში

27 იან 2026

,,მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით სასურველია გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ელჩის დაბარება“ აცხადებენ ქართული ოცნებაში.

სახელისუფლებო პარტიაში მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა.   

მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა რომ  „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.