ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

27 იან 2026

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.