28 იან 2026
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კაუნასში დღეს, საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება. საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა.
ლატვიასთან 0:4 მარცხის შემდეგ, „ჯვაროსნებმა“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ხორვატიასთან, ფრედ 2:2 ითამაშეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას გუნდის კაპიტანი ირაკლი თოდუა გამოტოვებს.