ილია ღუდუშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს

28 იან 2026

რამდენიმე წუთის წინ  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  

ეს  მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას.    

ადვოკატის ინფორმაციით  მათ დღესვე გადაეცემათ საქმის მასალები, შესაბამისად  ამის შემდეგ გახდება  ბრალთან დაკავშირებით მათი პოზიცია  ცნობილი.

მანამდე კი ცნობილია, ის რომ  ილია ღუდუშაურის  დაკავება სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე 2022-23 წლების გამოცხადებულ ტენდერსა და მის უკანონოდ შეწყვეტას უკავშირდება.

ილია ღუდუშაური 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.