საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა

28 იან 2026

საქართველოს პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს  ნასამართლობა მოეხსნა. 

პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.