19 პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით

28 იან 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია  წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 პროგრამას ახორციელებს, რომელტა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.

მერიის ინფორმაციით, წელს მოსახლეობის  მოთხოვნებიდან გამომდინარე დაემატა ახალი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.