საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა დუბაიში

28 იან 2026

26 ქართული კომპანია დუბაიში საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ყოველწლიურ გამოფენაში მონაწილეობს.    

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველო გამოფენაზე ორი პავილიონით არის წარმოდგენილი. Gulfood-ს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ყავს, ის 5 ათასზე მეტ მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. 

გამოფენა ექსპორტიორებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები და გაზარდონ ექსპორტი.