28 იან 2026
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა, რომელიც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ექსპედიციებში როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და თურქეთში გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება; ეროვნულ არქივში დაცული ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტაცია.
ექსპედიციებში გადაღებული ფრესკები XI-XVII, ხოლო ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ბროშურა. გარდა ამისა, ეროვნული არქივი წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში შესთავაზებს.