მაია სანდუს განცხადება - შეფასება

28 იან 2026

მოლდოვის პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში  გაკეთებული განცხადება ისევ კრიტიკის   მიზეზია ოფიციალურ თბილისში.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მაია სანდუს განცხადება არ უკვირთ,   რადგან როგორც  ამბობენ სანდუ გამოირჩევა საქართველოს რეპუტაციის დამაზიანებელი შეფასებებითა და რადიკალური მიდგომებით.  მაია სანდუს განცხადებას უწუნებენ გახარიას პარტიაშიც. 

ტატა ხვედელიანის თქმით, სანდუ თავისი შეფასებით აკნინებს   საქართველოს  მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ ქვეყანა  ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.