“ნიპა ვირუსის გავრცელების რისკი საქართველოში ნულის ტოლია” - ვანო ჩხაიძე 

28 იან 2026

ნიპას ვირუსის  გადადების  გზების სპეციფიურობის გამო  მისი  გავრცელების რისკი საქართველოში  ვანო ჩხაიძის განცხადებით, ნულის ტოლია. პროფესორის განმარტებით, აღნიშნული ვირუსი პირველად  27 წლის წინ  მალაიზიაში დაფიქსირდა და ამ დროის განმავლობაში  იმ  ხუთი  ქვეყნის ფარგლებს  გარეთ არ გავრცელებულა ,სადაც დღემდე ფიქსირდება.

ჩხაიძისვე  ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის გზა  მარტივი არ არის, ის არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

გადადება  სხეულთან მხოლოდ ძალიან ახლო კონტაქტით ,ან დაინფიცირებული საკვების მიღებით არის შესაძლებელია . ვირუსის ძირითადი გადამტანი ხილის მჭამელი ღამურაა,რომელიც საქართველოში არ არის. 

ვანო ჩხაიძის განცხადებით  საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში  გაჩნდება თუ ვირუსი მუტაციის შედეგად  მარტივი გადაცემის უნარს შეიძენს.

ინფიცირების შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 45-75  პროცენტია და სამკურნალო მედიკამენტი  არ არსებობს,  თუმცა მიმდინარეობს  ვაქცინაზე მუშაობა, რომელსაც საბოლოო დამტკიცებამდე საჭირო, სამიდან ორი ეტაპი უკვე გავლილი აქვს.