28 იან 2026
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, და მეცნიერ-მკვლევარს, კურატორს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი შანსის მუზეუმის უნიკალური კოლექციის, ძვ. წ. III ათასწლეულის ჩინური ბრინჯაოს არტეფაქტების გამოფენის საორგანიზაციო საკითხები.
დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ეტაპიც. გამოფენას საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიმდინარე წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.