ამ დროისთვის, 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული

10 სექ 2025

ამ დროისთვის, 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდეს.

ცესკოს ინფორმაციით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დასარეგისტრირებლად ვადა 24 სექტემბრამდე აქვთ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს 27 სექტემბრამდე, მედიის აკრედიტაციისთვის კი ვადად 29 სექტემბერია განსაზღვრული.