გივი მიქანაძემ თელავში ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა 

10 სექ 2025

ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო განათლების მინისტრი თელავში.  

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები, ღვინის მარანი და სპორტულ დარბაზი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 495 ათასი  ლარი გამოყო.  

სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ასევე იგეგმება მესამე სასწავლო კორპუსის ინფრასტრუქტურის განახლებაც.