შერმადინის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მატჩში

29 იან 2026

„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიური „ტრიესტე“ 84:82 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა 20 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 

„ტენერიფე“ ჯგუფს ორი მოგებით ლიდერობს და მომდევნო ტურში 4 თებერვალს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.