ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი და ტრავმა „ნიუკასლთან“

29 იან 2026

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე მის წინააღმდეგ ანტონი ელანგამ უხეშად ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი შესაცვლელი გახდა, თუმცა მანამდე კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გოლი ვიტინიამ გაიტანა. 

ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ მერვედფინალის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვეს: „არსენალმა“, ბაიერნმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“ „ბარსელონამ“, „ჩელსიმ“, „სპორტინგმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“.