საქართველო VS საფრანგეთი 1:3

29 იან 2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებთან გამართა, 1:3 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

ფრანგებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს, ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ნიკოლოზ გაბრიჩიძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში საფრანგეთის ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, საქართველოს ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.