კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მოხდა

29 იან 2026

კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 15 ადამიანი დაიღუპა.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მგზავრების სიის თანახმად, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ კანონმდებელი დიოგენეს კვინტერო და მისი გუნდის წევრები, ასევე კარლოს სალსედო, კონგრესის წევრობის კანდიდატი.

სამოქალაქო ავიაციის გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე აგროვებენ მტკიცებულებებს.  ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით უამინდობა სახელდება.