ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა

10 სექ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა.

ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე იგი შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.