29 იან 2026
კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ პირველი სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაუწყებლობისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კომისიის თავმჯდომარემ გამოცხადებული ნდობისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქომქომ-ის ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ქომქომ-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
2026 წლის 29 იანვარს კი, კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულორდავა კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.