29 იან 2026
დასრულდა აჭარის რეგულარული ჩემპიონატი ფეხბურთში „აჭარის ლიგა 2025“. ტურნირში, რომელიც 2025 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, 8 ასაკობრივი კატეგორიის 90-მდე გუნდი მონაწილეობდა.
დღეს ბათუმის „დინამოს“ სტადიონზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 7-დან 9 წლამდელთა შორის ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა და მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
რაც შეეხება 10-დან 14 წლის ასაკის გამარჯვებულებს და პრიზიორებს, ისინი მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.
აჭარის რეგულარული ჩემპიონატი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.