ცვლილებები ''გრანტებისა'' და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში

30 იან 2026

ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ე.წ. შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს.

გია ვოლსკის განცხადებით უცხოური ფული ქვეყანაში უკონტროლოდ შემოედინება და ის ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს ხმარდება.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ თანხებით მათი ოპონენტები კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდნენ, შესაბამისად მმართველი გუნდი პროცესს ნებისმიერი კანონით უნდა დაუპირისპირდეს.