სტიქია დასავლეთ საქართველოში

20 მაი 2017

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა საქართველოს ნაწილს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში  უხვი ნალექის გამო, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა.

სტიქიამ ასევე გაანადგურა მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულები და შინაური ფრინველი. უხვმა ნალექმა რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ – სათესი მიწების ნაწილი აქაც დაიტბორა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი, მიმდებარე ტერიტორია კი დატბორა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ზარალის დათვლაც.