ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 იან 2026

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთში. დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დადგენილება, რომლის თანახმადაც ის მსხვილი სასტუმრო ობიექტები, რომლებიც 2011 წლს მიღებული განკარგულების საფუძველზე წლიურად 0,25% იბეგრებოდნენ, დღეიდან მათი გადასახადი 1%-მდე  გაიზარდა. 

ცვლილება მხოლოდ მსხვილ სასტუმრო კომპლექსებს ეხება და არა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. 

სხდომაზე ქობულეთის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა, ერთჯერადად  კვადრატულ  მეტრზე ერთი ლარის ნაცვლად, დღეიდან 6-ლარი გახდა.

ინდივიდუალურ საცხოვრებლის ნებართვის მოსაკრებელი კი -  სამი ლარი. 5 ლარის ნაცვლად, 8 ლარი გახდა სამრეწველო ობიექტების  მშენებლობის მოსაკრებელიც.