30 იან 2026
ბუნებრივი გაზის გაზრდილი გადასახადების გამო ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
ენერგოომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს პრობლემის არსებობის შემთხვევაში უწყებას მიმართონ და მათ საკითხს შეისწავლიან.
შეფასდება დარიცხვის კანონიერება და აბონენტს სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდება.
ბათუმში ენერგოუმბუდსმენის მისამართია კლდიაშვილის ქუჩა №10, ან შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 42 01 90.