30 იან 2026
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად, უზრუნველყოფენ ეკომიგრანტი ოჯახების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას.
"დაზარალებულებს მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით შესაძლებლობა აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი მიიღონ უსასყიდლოდ, ან შეიძინონ თანადაფინანსებით. ვიდრე ისინი პროგრამით ისარგებლებენ და მათი საცხოვრებელი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ადგილობრივი თვითმმართველობები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფენ.
ამ ეტაპზე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მიერ ქირით უზრუნველყოფილია 2 000-მდე ოჯახი. აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.
სახელმწიფო მხარდაჭერის მისაღებად, ეკომიგრანტებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობებს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.