30 იან 2026
აჭარის მთავრობის სხდომაზე, სულხან თამაზაშვილმა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გააჟღერა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარამდე გაიზრდება.