31 იან 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სპორტის არაოლიმპიურსახეობებში 2025 წლის ათი საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოებას დაესწრო. ღონისძიება სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული მედიაკავშირი Jako-ს ორგანიზებით ჩატარდა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები და მათი წარმომადგენელი სპორტსმენები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.
გამარჯვებულები გახდნენ:
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე;
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - საბა ინანეიშვილი;
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია - მინდია მგელაძე;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია - ნინო ბაციაშვილი;
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია - დათა ქაჯაია;
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია - ავთო მუკბანიანი;
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია - მათე კორთხონჯია;
საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნული ფედერაცია - ლექსო საბანაძე;
საქართველოს ფუტსალის ასოციაცია - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები;
უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაცია - ნიკა ლეკაიძე.
სპეციალური ჯილდო გადაეცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს.
ღონისძებაზე, უკვე ტრადიციისამებრ, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჯილდო მიიღეს სამი სპორტული კატეგორიის გამარჯვებულებმა, კერძოდ დაჯილდოვდნენ:
ვახტანგ ლოლუა - მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში;
ნიკა ლეკაიძე - ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი 23-წლამდელთა შორის და მსოფლიოს ჩემპიონი უძლიერეს მამაკაცთა შორის დიდებში;
ვანო წიკლაური - პარაწოლჭიმის ნაკრების წევრი.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.