ლევან ხაბეიშვილი ბრალის მოლოდინში

12 სექ 2025

ლევან ხაბეიშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინში. მას გამოძიება ქრთამის შეთავაზებას ედავება საჯარო მოხელეებისთვის, კონკრეტულად კი ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის მიცემულ საჯარო დაპირებას.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის დაკავებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხედავენ თანაგუნდელები და ბუნებრივია ამ კონტექტსში ახსენეს 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციაც.

პოლიტიკური კორუფციის გამოვლინებად შეაფასეს მმართველ გუნდში ლევან ხაბეიშვილის დაკავება.