თბილისის მეტრო 60 წლისაა

31 იან 2026

თბილისის მეტრო 60 წლისაა. საქართველოს დედაქალაქში ყველაზე სწრაფმა ურბანულმა ტრანსპორტმა მგზავრთა გადაყვანა 1966 წლის 10 იანვარს 6 სადგურით  დაიწყო. სადგურების რაოდენობა კი 60 წლის განმავლობაში 6-დან 23-მდე გაიზარდა. თბილისის მეტროპოლიტენს დღეში ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს, მის გამართულ მუშაობაზე კი 2 800 თანამშრომელი ზრუნავს. მათ შორის არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც არაერთი წელი აქვთ გატარებული მიწისქვეშ. თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი  ღირსების ორდენით დააჯილდოვა, დაანონსდა  თბილისის მეტროს განვითარების გეგმაც.