ხანძარი დაგვაში მსხვერპლით დასრულდა

31 იან 2026

ხანძარს ქობულეთში 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ დაგვაში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, დაღუპული მარტოხელა იყო და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მერიის წარმომადგენლები. მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.