ბათუმი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

31 იან 2026

2027 წელს 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2026-2027 წლების განახლებული განრიგი გამოაქვეყნა, რომელშიც მოხსენიებულია რომ მომავალი წლის, 8-14 მარტს საქართველოში ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში კონტინენტური პირველობა გაიმართება. სტატიაშივე აღნიშნულია რომ საქართველო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების კალენდარს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 2019 წელს თბილისმა ვეტერანთა მსოფლიო პირველობას უმასპინძლა, 2027 წელს კი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება.